
ლოცვები ყოველი საქმის დაწყების წინ
მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა. უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.

აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, აღავსე სიხარულითა და მხი-არულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალ-მოწყალე.
ჩვენ ქმნით პირველ სერტიფიცირებულ
სანერგე მეურნეობას საქართველოში და გვსურს ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი
ხარისხის ნერგები. გვსურს გავაშენოთ სამრეწველო პლანტაციები ჩვენი გლეხობის
თვალსაჩინოებისათვის. ამ საკითხის შესწავლამ გვიჩვენა, რომ საქართველოში შესაძლოა
ისეთი მცენარეების გამრავლება და სამრეწველო ბაღების შექმნა, რომ ნებისმიერი
ქართველი გლეხი მდიდარი თუ არა შეძლებული მაინც უნდა იყოს. მოვიყვანოთ ერთი
მაგალითი: ყოველწლიურად მსოფლიოში იყიდება 250 000 ტ. ე.წ. ბერძნული ნიგოზი ნაჭუჭით
და 60 000 ტ. დარჩეული. სულ 400 000 ტონა. საქარველოში არსებული სვანური, მესხური
და რაჭული ნიგოზის ჯიშები თუ არ ჯობნიან არაფრით არ ჩამოუვარდებიან ფრანგულ,
ამერიკულ, ბერძნულ, მოლდოვურ და უკრაინულ და ა. შ ცნობილ ჯიშებს. ქართველებს ნიგოზი
უკრაინიდან შემოგვაქვს. არ არსებობს სამრეწველო მაშტაბის ბაღები.
ჩვენ გთავაზობთ 2009 წლის შემოდგომიდან პეკანის (ჩრდილოეთ
ამერიკული ჯიში) დამყნობილ ნერგებს. 2010 წლის შემოდგომიდან ქართული ნიგოზის
ჯიშებსაც (ნამყენი ნერგი 4-5 წლით ადრე შედის მსხმოიარობაში ვიდრე თესლნერგიდან ან
ვეგეტატიური წესით მიღებული ნერგები). პეკანი ჰექტარზე ირგვება დაახლოებით 120 ძირი.
საშუალო მოსავლიანობა 150-200 კგ. ერთ ძირ ხეზე, როცა თხილი მოდის ჰექტარზე 1.5 ტ.
ჩვენ გთავაზობთ მსწრაფლმზარდი ხეების პავლოვნიის ნერგებს, ხომ შეიძლება ყველა
გლეხმა თავის ორღობეში დარგოს 50-70 ძირი ხე და 5 წლის შემდეგ უზრუნველყოს თავისი
ოჯახი შეშით და არ გაჩეხონ ჩვენი ტყეები (დაზოგონ თანხა). 50-70 პავლოვნიისა და 100
ძირი პეკანის დარგვას არ სჭირდება მსოფლიო ბანკი კრედიტები, მაგრამ სამწუხაროდ
ჩვენს სოფლებში საბჭოთა კოლმეურნეობის დროინდელი აზროვნება სჭარბობს....